Accentnews.ge
„ეჭვი არ გვეპარება, რომ მიმდინარე წელიწადი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება“

„ეჭვი არ გვეპარება, რომ მიმდინარე წელიწადი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება“

15/11/2021 08:45:44 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

მისი თქმით, ოქტომბერში ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტის ზრდას, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ექსპორტის ზრდა მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში დიდი შემომტანია და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელიწადი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს კარგი საფუძველია იმისა, რომ ჩვენი პროგრამების მეშვეობით სიღარიბის დაძლევას მივაღწიოთ და დასაქმებისთვის მეტი ადგილი შევქმნათ“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S