
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
15/11/2021 06:48:53 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა 82 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1 820 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 017 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა,
- აჭარა - 96,
- იმერეთი - 375,
- ქვემო ქართლი - 128,
- შიდა ქართლი - 87,
- გურია - 29,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123,
- კახეთი - 86,
- მცხეთა-მთიანეთი - 27,
- სამცხე-ჯავახეთი - 39,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც: 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 694, აჭარაში - 592, იმერეთში - 1 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 648, აჭარაში - 131, იმერეთში - 509.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 39, იმერეთში - 31. 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 - თბილისში, 235 - აჭარაში.
44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 612 ადამიანი.