Accentnews.ge
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ზელენსკის თხოვნა უგულებელჰყო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ზელენსკის თხოვნა უგულებელჰყო

14/08/2019 14:48:13 სხვა, მსოფლიო

უკრაინის მთავრობა კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთვის აღმასრულებელი უფლებამოსილებების ჩამორთმევას არ აპირებს,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ ჰროისმანის პრეს–სპიკერმა ვასილ რიაბჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, "მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კაბინეტის ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეეხება ამ საკითხს“, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, შეიცვლება თუ არა კლიჩკოს მიმართ დამოკიდებულება კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაში. 

ცნობისთვის: კიევის მერის თანამდებობასთან დაკავშირებით ვიტალი კლიჩკოსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირებაა. კლიჩკო მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და უფლებამოსილებების ვადა ოქტომბერში იწურება. 24 ივლისს ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, გადააყენოს კლიჩკო, რომელმაც პირობა დადო, რომ „არ დანებდება“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S