Accentnews.ge
ქაბულში თალიბებმა ამერიკული წარმოების ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით სამხედრო აღლუმი გამართეს

ქაბულში თალიბებმა ამერიკული წარმოების ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით სამხედრო აღლუმი გამართეს

15/11/2021 06:01:17 მსოფლიო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბებმა ამერიკული წარმოების ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით სამხედრო აღლუმი გამართეს.

„თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერის განცხადებით, აღლუმი მათ რიგებს შეერთებული 250 ახალი მებრძოლის წვრთნის პროცესის დასრულებას მიეძღვნა.

აღლუმის დროს ქაბულის მთავარ გზაზე ათობით ამერიკული წარმოების M117 ტიპის ჯავშანტექნიკა მოძრაობდა და დედაქალაქის თავზე MI-17 ტიპის შვეულმფრენები პატრულირებდა, ჯარისკაცების ნაწილს კი ამერიკული წარმოების M4 ტიპის შაშხანები ეჭირა.

ცნობისათვის: თალიბების ხელში დიდი რაოდენობით იარაღის მარაგები აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ჩამოიშალა და ქვეყანაზე კონტროლი "თალიბანმა" დაამყარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S