Accentnews.ge
ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან

ისრაელში 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან

15/11/2021 05:53:47 მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 5-11 წლის ასაკის ბავშვების "ფაიზერის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ჯანდაცვის სამინისტროს კომიტეტის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკს“, - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

ისრაელში 5-11 წლის ასაკის 1.2 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს, ამიტომ ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევა საეჭვოა იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S