Accentnews.ge
ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნი“ წესდება

ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნი“ წესდება

15/11/2021 03:32:33 მსოფლიო

ავსტრიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, დღეიდან „ლოქდაუნი“ წესდება.

”ჩვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი არაა, მაგრამ აუცილებელია", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა.

„ლოქდაუნის“ ფარგლებში არავაქცინირებულ პირებს ეკრძალებათ სახლის დატოვება საპატიო მიზეზების გარეშე. მათში შედის სამსახურში, სასურსათო მაღაზიასა და ექიმთან წასვლა და გამაჯანსაღებელი გასეირნება. საზოგადოებრივ ადგილებში კი აუცრელებს არ შეუშვებენ, საამისოდ ნეგატიური PCR ტესტიც კი არ იქნება საკმარისი. შეზღუდვები არ ვრცელდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

„ლოქდაუნი" 10 დღით შემოიღეს, თუმცა მის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ.

ებულია მოსახლეობის დაახლოებით 65%-ი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S