
დეკანოზი მამალაძე გლდანიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს
14/11/2021 10:21:37 საზოგადოება
„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ინფორმაციას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს.
დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა თუ ჰოსპიტალიზაციის კონკრეტული მიზეზებზე ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ პატიმრის მდგომარეობა დიდი ხანია, მძიმეა.
გლდანის დაწესებულებაშია მოთავსებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ასევე ითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.