
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
14/11/2021 07:08:48 საზოგადოება
ბოლო 24 საათში,საქართველოში კორონავირუსმა 81 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 700 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა,
- აჭარა - 135,
- იმერეთი - 598,
- ქვემო ქართლი - 240,
- შიდა ქართლი - 307,
- გურია - 77,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236,
- კახეთი - 327,
- მცხეთა-მთიანეთი - 57,
- სამცხე-ჯავახეთი - 99,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708 საიდანაც:
1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 - თბილისში, 241 - აჭარაში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.