
ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 80–ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა
14/11/2021 07:06:38 საზოგადოება
ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 80–ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
კერძოდ, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსმა 81 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 700 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.