
სალომე ზურაბიშვილს პარიზში მცხოვრები ქართველები შეძახილებით დახვდნენ
13/11/2021 13:11:28 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს პარიზში, "გრანდ კაფე კაპუცინზე" ვახშმობისას პარიზში მცხოვრები ქართველი აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პროტესტში მონაწილეობდნენ ორგანიზაციის "საფრანგეთიდან დანახული საქართველოს" წევრები.
ორგანიზაცია ცდილობს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივ სტრუქტურებს. მათ გაუგზავნეს ოფიციალური წერილი პრეზიდენტ მაკრონსაც, იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ამ შემთხვევაში საფრანგეთმა, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გათავისუფლებას და მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობას.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ მაკრონსაც.