Accentnews.ge
აშშ, ევროკავშირი და საფრანგეთი რუსეთს აფრთხილებენ

აშშ, ევროკავშირი და საფრანგეთი რუსეთს აფრთხილებენ

13/11/2021 07:17:18 მსოფლიო

საფრანგეთი შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გადაადგილების გამო და გააფრთხილა მოსკოვი, რომ „სერიოზული პასუხი“ მოჰყვება ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას.

აღნიშნული გაჟღერდა მოლაპარაკების საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის თავიანთ რუს კოლეგებთან – სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლე დრიანმა და პარლიმ ლავროვსა და შოიგუს განუცხადეს, რომ მათ აღელვებთ უსაფრთხოების ვითარება საზღვრისპირა არეალებში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მინისტრებმა შეახსენეს სტუმრებს უკრაინის საზღვართან „სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის თაობაზე“ მოსკოვის ვალდებულების შესახებ.

მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, გამოიყენოს თავისი კავშირები ბელარუსის ავტორიტარ მმრათველთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, რათა დასრულდეს კრიზისი ბელარუსის და ევროპის კავშირის წევრების, პოლონეთის, ლიუტუვისა და ლატვიის საზღვრებთან მიგრანტების მოზღვავების გამო.

12 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დაადასტურა ვაშინგტონის შეშფოთება მოსკოვის ქმედებით და გააფრთხილა მოსკოვი შეჭრის შესახებ: „ძალიან ვართ შეშფოთებული ძალების ზოგიერთი არარეგულარული გადაადგილებით, რასაც ვაკვირდებით უკრაინის საზღვართან“, განუცხადა ბლინკენმა რეპორტიორებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S