Accentnews.ge
სააკაშვილის პირადი ექიმი: "ასე მკურნალობა შეუძლებელია, ეს დაწესებულება საავადმყოფო არ არის"

სააკაშვილის პირადი ექიმი: "ასე მკურნალობა შეუძლებელია, ეს დაწესებულება საავადმყოფო არ არის"

13/11/2021 04:12:14 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაურესებულია. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

"პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა და არაუშავს. ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღეს, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა კვლავ. ადამიანი შიმშილობს, სჭირდება მკურნალობა. შიმშილობას არ წყვეტს, მკურნალობა არ მიმდინარეობს, ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო და როგორ უნდა ველოდოთ კარგ შედეგს, შეუძლებელია ეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S