Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

13/11/2021 07:06:44 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4565 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 2 285 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა,
  • აჭარა - 151,
  • იმერეთი - 810,
  • ქვემო ქართლი - 330,
  • შიდა ქართლი - 355,
  • გურია - 104,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 413,
  • კახეთი - 318,
  • მცხეთა-მთიანეთი - 146,
  • სამცხე-ჯავახეთი - 138,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366 საიდანაც:

6 755 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 625, აჭარაში - 602, იმერეთში - 1 393.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 643 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 127, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.

1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 840 - თბილისში, 266 - აჭარაში.

50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S