
ეროვნულ ბანკთან აქცია-პერფორმანსი დაანონსდა: "დემონსტრაციულად დავარღვევთ აბსურდულ რეგულაციებს"
12/11/2021 19:38:35 საზოგადოება
ხვალ ეროვნულ ბანკთან აქტივისტები რამდენიმე რეგულაციის დარღვევას აპირებენ. აქცია-პერფორმანსს შეუერთდება "გირჩი - მეტი თავისუფლების"ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მისი წევრები და მხარდამჭერები.
"ინფლაციის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა, პროგნოზირებული წლიური 13.7%-ით. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 'დამსახურებით' 100 000-ზე მეტ ადამიანს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა.
სურსათის ფასი გასულ წელთან შედარებით 18.4%-ითაა გაზრდილი. ამ მოცემულობაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაწყვიტეს, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციები შემოიღონ. 13 ნოემბერს, 11:30-ზე ეროვნულ ბანკთან დემონსტრაციულად დავარღვევთ რამდენიმე აბსურდულ რეგულაციას:
- გავყიდით ყავას კრიპტოვალუტაზე და დოლარზე.
- 20 ადამიანს ვასესხებთ $5-ს, წლიურ 200%-ად.
რაც მთავარია, გესაუბრებით რატომ აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწრაფ გამდიდრებაში",- ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.