
თბილისის მეტროპოლიტენი ნაწილობრივ პარალიზებულია
12/11/2021 15:23:35 საზოგადოება
მეტროს სადგურ "დიდუბის“ ლიანდაგებში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა. ინციდენტის გამო, მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარობა ამ დროისთვის უცნობია.
განახლება
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ამ დროისთვის [21:20 სთ.] აღდგენილია.