
„თუ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, ამ უწყების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“
14/08/2019 11:28:27 სხვა, მსოფლიო
კრემლი აშშ–ის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში უწყების არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„თუ პლანეტაზე არსებული წამყვანი ეკონომიკები, ისეთი როგორიცაა აშშ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, ამ უწყების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის: აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ჩინეთის სასარგებლოდ ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, თუ ეს საჭირო გახდება.