Accentnews.ge
აქციის მონაწილეებმა ავლაბრისა და დიდუბის მეტროს სადგურებიდან იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ავლაბრისა და დიდუბის მეტროს სადგურებიდან იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან გადაინაცვლეს

12/11/2021 11:12:02 საზოგადოება

თბილისში იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ოპოზიცია აქციას მართავს.

ბრეგაძის უწყებასთან პროტესტის მონაწილეებმა მეტროს სადგურ 300 არაგველიდან გადაინაცვლეს, ხოლო ტიკარაძის უწყებასთან – მეტროს სადგურ დიდუბიდან.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

ცნობისთვის: 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად გაავრცელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა, შიმშილობს. სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ მან მზაობა გამოთქვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S