
თბილისი-ზუგდიდის მატარებელს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა
12/11/2021 10:00:53 საზოგადოება
სოფელ ქოლობანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მატარებელს, რომელიც თბილისი-ზუგდიდის რეისს ასრულებდა, ლიანდაგზე ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, მანქანა მატარებლისთვის გადასწრებას ცდილობდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.