Accentnews.ge
მედია: აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა

მედია: აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა

12/11/2021 09:51:21 მსოფლიო

აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან რუსული საჯარისო ნაწილების გადაადგილებას უკრაინის საზღვართან.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ უკრაინის მახლობლად რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობის შესახებ ცნობებით. ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი აგრესიული ქმედება იქნება შეერთებული შტატების შეშფოთების საგანი", – აღნიშნა, გამოცემის ცნობით, ბლინკენმა.

როგორც Bloomberg იუწყება, 10 ნოემბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა იყოს გამჭვირვალე საერთაშორისო თანამეგობრობასთან მისი ქმედებებისა და განზრახვების შესახებ რეგიონში.

რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების ნებისმიერი გადაადგილება მის ტერიტორიაზე ქვეყნის საშინაო საქმეა, – იტყობინება Bloomberg.

მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაანარცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "რუსეთი აგრძელებს, სამხედრო ძალის თავმოყრას უკრაინის საზღვართან, სადაც ამჟამად უკვე 90 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S