
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება მოახდინეს, არიან დაკავებულები
12/11/2021 08:52:44 საზოგადოება
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება მოახდინეს.
პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს. მათი თქმით, მიზანი დაუმორჩილებლობაა.
მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით: "სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში".
თელავში დააკავეს პარტიის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი მოიყვანეს ევაკუატორი, რათა ადგილიდან მანქანაც გადაიტანონ.
სავარაუდოდ, დაკავებულები არიან ბადრი გრიგალაშვილი და გიორგი ფუტკარაძეც. ზურა ჯაფარიძე და მისი მანქანა სუს-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუატორით წაიყვანეს.