
თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
12/11/2021 06:54:46 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 445 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.06%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა,
- აჭარა - 124,
- იმერეთი - 868,
- ქვემო ქართლი - 321,
- შიდა ქართლი - 431,
- გურია - 91,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283,
- კახეთი - 314,
- მცხეთა-მთიანეთი - 115,
- სამცხე-ჯავახეთი - 148,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც: 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 636, აჭარაში - 127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31. 1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 - აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.