
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
12/11/2021 06:48:45 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 445 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით.