Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ–დოზით აიცრა

ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ–დოზით აიცრა

12/11/2021 06:42:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმი ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ–დოზით აიცრა.

"სპეციალურად გავიკეთე "ფაიზერით", რადგან ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს" გაუვიდა ვადა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ "ფაიზერი", რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო 6–თვიანი ვადა. ასევე იცით, რომ ეს ვაქცინა ინახება -60-დან -80 გრადუსამდე და იქიდან გამოლღობის შემდეგ ხუთ დღეში უნდა გამოგეყენებინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ "ფაიზერმა" და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და "ფაიზერს" ვადა აქვს უკვე 9 თვე მისი გამოშვებიდან თუ ის ინახება -60-დან -80 გრადუსამდე ტემპერატურაზე, გამოლღობის შემდეგ კი შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში ჩვეულებრივად მაცივრის ტემპერატურაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გამყრელიძეს "სინოფარმის" ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

  • აცრის ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს შეუძლია.
  • პირს, ვინც აიცრა "სინოფარმით" ან "სინოვაკით" შეუძლია გაიკეთოს კვლავ "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ე.წ ბუსტერ დოზა ან "ფაიზერის" ვაქცინა აირჩიოს "ბუსტერ" დოზისთვის.
  • რაც შეეხება "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილებს, მათ 6 თვის შემდეგ დამატებით შეუძლიათ გაიკეთონ ასევე "ფაიზერის" "ბუსტერ"–დოზა, ხოლო "ფაიზერით" აცრილებისთვის რეკომენდებულია "ბუსტერ"– დოზადაც "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენება, ბოლო აცრიდან 6 თვის შემდეგ.
  • "სინოვაკით" და "სინოფარმით" აცრილ 60 წელიწადს გადაცილებულ ადამიანებში, გამონაკლისის სახით "ბუსტერ"– დოზით ვაქცინაცია დაშვებულია ბოლო აცრიდან 3 თვის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S