Accentnews.ge
ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება

ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება

11/11/2021 16:10:08 მსოფლიო

ბელარუსის მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირს მისი ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირისა და ტვირთების ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა.

„თუ ჩვენ ჩავკეტათ ტრანზიტს ბელარუსის გავლით? უკრაინით ვერ გაივლის: იქ რუსეთის საზღვარია ჩაკეტილი. ბალტიისპირეთზე კი გზა არ გადის. თუ ჩვენ ჩავკეტავთ პოლონელებისთვის და, მაგალითად, გერმანელებისთვის, რა იქნება მაშინ? ჩვენ არაფრის წინაშე უკან არ უნდა დავიხიოთ, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვიცავთ. ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კი ჩვენ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ. რა იქნება მაშინ, თუ გაზს ჩვენ გადავკეტავ"- აღნიშა სამთავრობო თათბირზე ლუკაშენკო.

ბელარუსის ტერიტორიაზე გადის რუსული გაზსადენი იამალ-ევროპა, რკინიგზა, რომელსაც ჩინეთის იყენებს პროგრამით „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ განსაზღვრული ტვირთების ტრანზიტისთვის, ამ გზაზე მოდის ევროპიდან რუსეთში საავტომობილო გადაზიდვის დაახლოებით ორი მესამედი.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ევროკავშირი გააფართოებს მინსკის საწინააღმდეგო სანქციებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S