Accentnews.ge
ნობელის ლაურეატი ფრედერიკ დე კლერკი გარდაიცვალა

ნობელის ლაურეატი ფრედერიკ დე კლერკი გარდაიცვალა

11/11/2021 14:48:07 მსოფლიო

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მშვიდობის ნობელის ლაურეატი ფრედერიკ დე კლერკი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა იმით, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ნელსონ მანდელა და აფრიკის ნაციონალური კონგრესის ლეგალიზება მოახდინა. მის დამსახურებას წარმოადგენს ასევე სამხრეთ აფრიკაში საყოველთაო არჩევნების ჩატარება და აპართეიდის რეჟიმის დასრულება.

საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე დე კლერკსა და მანდელას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ აპართეიდის რეჟიმის შეწყვეტისკენ მიმართული მშვიდობიანი ძალისხმევისა და ახალი დემოკრატიული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საფუძვლის შექმნისთვის.

ნელსონ მანდელას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფრედერიკ დე კლერკი სამი წელი აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამის შემდეგ ის წავიდა პოლიტიკიდან და ცხოვრობდა კეიპტაუნში, სადაც 11 ნოემბერს გარდაიცვალა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S