
„ჩვენი დროშა რომ გათელეს, გადავწყვიტე, იგივე გამეკეთებინა“– მოქალაქემ სუს–თან რუსეთის დროშა დაწვა
11/11/2021 13:38:13 საზოგადოება
მოქალაქემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვა. როგორც მოქალაქემ განმარტა, ამ გზით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და პროტეტს რუსული სახელმწიფო არხის ეთერში განვთარებული მოვლენების გამო. კერძოდ, მისი თქმით, წამყვანებს და გადაცემის სტუმრებს საქართველოს დროშა ფეხვეშ ჰქონდათ გაფენილი.
„ორი თუ სამი დღის წინ ჩვენი დროშა რომ გათელეს, გადავწყვიტე, მათი საყვარელი შენობის წინ იგივე გამეკეთებინა“,– განმარტა მოქალაქემ.