Accentnews.ge
"საქართველოში განვითარებული მოვლენები არა ეთნოკონფლიქტები, არამედ საზოგადოების დანაწევრების მცდელობაა"

"საქართველოში განვითარებული მოვლენები არა ეთნოკონფლიქტები, არამედ საზოგადოების დანაწევრების მცდელობაა"

14/08/2019 10:16:05 კონფლიქტები, რეკლამა

საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

რუსლან აბაშიძის განცხადებით, უმთავრესი პრიორიტეტი კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაა.

„14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადოებაა.

საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოებაა, რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის, კულტურის, ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე.

აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოს სიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევად პროცესებად გადაქცევა.

ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S