
დემნა გვასალიამ ამერიკის CFDA-ს ჯილდო მოიპოვა
11/11/2021 08:37:01 საზოგადოება
მოდის დიზაინერმა, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო (CFDA Awards) მიიღო.
მან CFDA-ს ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ეს ჯილდი ჩემთვის ნიშანია არა მხოლოდ იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, არამედ იმისაც, რომ ამ ბრძოლაში მარტო არა ვარ“, – განაცხადა დემნა გვასალიამ დაჯილდოების ცერემონიაზე და მადლობა გადაუხადა დიზაინერთა საბჭოსა და საკუთარ გუნდს.