Accentnews.ge
თბილისი და  3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

11/11/2021 07:02:40 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4563 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4744 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა,
  • აჭარა - 133,
  • იმერეთი - 711,
  • ქვემო ქართლი - 362,
  • შიდა ქართლი - 423,
  • გურია - 84,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311,
  • კახეთი - 448,
  • მცხეთა-მთიანეთი - 118,
  • სამცხე-ჯავახეთი - 104,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც:

6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 604, იმერეთში - 1 448.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში - 643, აჭარაში - 124, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 36, იმერეთში - 29.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 - თბილისში, 286 - აჭარაში.

47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S