Accentnews.ge
ისრაელმა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა დაამტკიცა

ისრაელმა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა დაამტკიცა

11/11/2021 06:06:18 მსოფლიო

ისრაელმა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა დაამტკიცა. ისრაელში ბავშვებს უახლოეს მომავალში ექნებათ საშუალება, კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრან.

სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა.

„ფაიზერის“ მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91 პროცენტით ეფექტურია კოვიდ-19-ის სიმპტომური ინფექციების პრევენციის კუთხით.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 6.2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებულია 5.6 მილიონი ადამიანი, „ბუსტერ“ დოზით კი 4 მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S