Accentnews.ge
ბლინკენი: "აშშ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას"

ბლინკენი: "აშშ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას"

11/11/2021 05:59:15 მსოფლიო

აშშ მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთის საქმიანობით უკრაინის საზღვართან.

თავის მხრივ კულებამ საზღვარზე რუსეთის მოქმედებებს „ძალზე აგრესიული“ უწოდა.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა და კიევმა 10–წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტიის ხელმოწერის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნების თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S