
ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა
10/11/2021 16:18:56 საზოგადოება
ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
მისი ცნობით, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.