Accentnews.ge
მერკელმა პუტინს სთხოვა, ლუკაშენკოზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს

მერკელმა პუტინს სთხოვა, ლუკაშენკოზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს

10/11/2021 14:04:17 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სთხოვა მას, ბელარუსს შეაწყვეტინოს მიგრანტების „არაჰუმანური“ ინსტრუმენტალიზაცია.

მერკელმა „აღნიშნა, რომ ბელარუსის რეჟიმის მიერ მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაცია არაჰუმანური და დაუშვებელია“ და სთხოვა პუტინს, „გამოიყენოს თავისი გავლენა“ ბელარუს მოკავშირეზე, ალიაქსანდრ ლუკაშენკოზე, რომ შეწყვიტოს ეს. ამის შესახებ მერკელის პრეს–სპიკერი შტეფენ ზაიბერტი იუწყება.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალმა ათასობით მიგრანტმა სცადა ბელარუსის გავლით არალეგალურად შეეღწია პოლონეთისა და ევროკავშირის კიდევ ორი ქვეყნის, ლიეტუვისა და ლატვიის ტერიტორიაზე.

ბალტიის ქვეყნები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა ლუკაშენკას რეჟიმს ბრალს სდებენ მიგრანტების ნაკადის გამიზნულ ორგანიზებაში და ამას „ჰიბრიდულ აგრესიას“ უწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S