ავღანელმა მფრინავებმა ტაჯიკეთი აშშ-ის მიერ ორგანიზებული რეისით დატოვეს
10/11/2021 13:51:02 მსოფლიო
ტაჯიკეთის დედაქალაქი – დუშანბე აშშ-ის მიერ გაწვრთნილმა ავღანელმა მფრინავებმა და სხვა ავღანელი ლტოლვილებმა დატოვეს.
აშშ-ის საჰაერო ძალების გაწვრთნილი პილოტები, რომელთაც ავღანეთი თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სამხედრო თვითმფრინავებით დატოვეს და თავი ტაჯიკეთს შეაფარეს, სამი თვის განმავლობაში იყვნენ დაკავებული დუშანბეს შემოგარენში განთავსებულ ერთ-ერთ სანატორიუმში.
ირკვევა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზებული რეისით ავღანელებს ჯერ მესამე ქვეყანაში ჩაიყვანენ, სადაც მათ დოკუმენტაციას გაატარებენ რეგისტრაციაში აშშ-ში იმიგრაციის უფლების მიღებამდე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტაჯიკეთის დატოვებისთვის ემზადებოდა 191 ავღანელი, მათ შორის აშშ-ის მიერ გაწვრთნილი 143 მფრინავი. პილოტებიდან ორი ქალია.


