"ინფლაცია ალბათ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით"
10/11/2021 12:00:07 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკი ვარაუდობდა.
"მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით" , - აცხადებს კობა გვენეტაძე.


