
რომან დოლიძის ორთაბრძოლა, რომელიც ლას ვეგასში 14 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა
10/11/2021 09:27:10 საზოგადოება
რომან დოლიძის მორიგი ორთაბრძოლა UFC-ში, რომელიც ლას ვეგასში 14 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმებულია. ქართველ მებრძოლს COVID-19 დაუდასტურდა.
ამჟამად დოლიძე იზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.
რომან დოლიძე ამერიკელ კაილ დოკოსს უნდა დაპირისპირებოდა და ეს რომანისთვის ორგანიზაციაში რიგით მეხუთე შეხვედრა უნდა ყოფილიყო.
„დამიდასტურდა COVID-19. რეგულაციების თანახმად, გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე. ვფიქრობ, ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი, რომ კარგი შედეგი მეჩვენებინა, თუმცა კოვიდტესტზე დადებით პასუხს თავისი წესები აქვს!
ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს რომან დოლიძე სოციალურ ქსელში.