რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო წვრთნებს ეხმიანება
10/11/2021 09:04:59 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო წვრთნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სახეზეა სამხედრო მოქმედებების სავარაუდო თეატრის შესწავლის მცდელობები დონბასში ვითარების ესკალაციის შემთხვევისთვის".
"იმის გათვალისწინებით, რომ წვრთნებში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების გარდა, დაგეგმილია ტაქტიკური, საპატრულო და სტრატეგიული ავიაციის, ასევე ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის კონტინგენტების ჩართვა, საქმე გვაქვს სამხედრო მოქმედებების სავარაუდო თეატრის შესწავლასთან კიევის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალისმიერი გადაწყვეტის მზადების შემთხვევისთვის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, "მსგავსი ქმედებები შავი ზღვის რეგიონში მადესტაბოლიზებელ ფაქტორს წარმოადგენს და მათი ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისებაა".


