Accentnews.ge
მიგრანტების ნაწილმა ბელარუს–პოლონეთის საზღვარი გაარღვია

მიგრანტების ნაწილმა ბელარუს–პოლონეთის საზღვარი გაარღვია

10/11/2021 08:16:10 მსოფლიო

ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის საზღვრის გარღვევა შეძლო მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

მეიდა წერს, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ძალის გამოყენებით, სასაზღვრო ღობეები გაარღვია ქალაქ კრინკის და სოფელ ბელოვეჟის მახლობლად.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მიგრანტების ნაწილი უკან დააბრუნეს, ხოლო დანარჩენების ძებნა გრძელდება.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ვითარება 8 ნოემბრიდან გამწვავდა, როცა ბელარუსის მხრიდან საზღვართან თავი მოიყარა რამდენიმე ათასმა მიგრანტმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვედრას ცდილობენ. პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა მიგრანტების შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც ისინი გროდნო-ბელოსტოკის საავტომობილო მაგისტრალთან მდებარე კუზნიცის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად დაბანაკდნენ.

9 ნოემბერს, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საზღვარზე შეიარაღებულ ესკალაციას ელოდება, რადგან ლუკაშენკას რეჟიმის მიზანია, მსხვერპლის გამომწვევი სერიოზული ინციდენტის პროვოცირება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ლუკაშენკა უბრალოდ ასრულებს იმ დავალებებს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აძლევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S