Accentnews.ge
ჯანმო - ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 10 %-ით გაიზარდა

ჯანმო - ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 10 %-ით გაიზარდა

10/11/2021 05:54:36 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ–ინფიცირების 3,1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 703 ადამიანი.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 1%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 10 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 510 968 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის რუსეთი 281 305 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 252 104 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე თურქეთი და გერმანია არიან – 197 335 და 169 483 შემთხვევით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S