Accentnews.ge
"მედუზა": "RT რუსულ გადაცემებში ვაქცინაციას უჭერს მხარს, უცხოეთში კი მის წინააღმდეგ მოქმედებს"

"მედუზა": "RT რუსულ გადაცემებში ვაქცინაციას უჭერს მხარს, უცხოეთში კი მის წინააღმდეგ მოქმედებს"

09/11/2021 14:48:52 მსოფლიო

რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT რუსეთის აუდიტორიისთვის მომზადებულ მასალებში აქტიურად უწევს პროპაგანდას COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას და გამოდის აცრის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი ზომების მოწოდებით. მაგრამ დასავლეთის აუდიტორიისთვის RT ხშირად გადასცემს დიამეტრულად საპირისპო იდეებს - მათ შორის, ვაქცინების ეფექტიანობის თაობაზე ეჭვებს, ასევე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უარყოფას,- ნათქვამია „მედუზის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ახლახან გამოვიდა ე.წ. „ანტივაქსერების“ მკვეთრი კრიტიკით, რის შემდეგაც ვაქცინების მოწინააღმდეგეებმა მას გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტში უჩივლეს. ამასთან, როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, იგივე ხალხი „დიდად აფასებს პროდუქციას, რომელსაც მარგარიტა სიმონიანის რესურსები ქმნის საზღვარგარეთული აუდიტორიისთვის. საქმე ისაა, რომ RT-ს ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი ვერსიები აქტიურად ავრცელებენ არამეცნიერულ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ და სკეპტიკურად უყურებენ თავად ვაქცინაციის იდეას.“ ამის შედეგად RT-ს უცხოური რედაქციების მასალებს არგუმენტად იყენებენ რუსეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებიც.

„RT-ს ინგლისურენოვანი მაუწყებლობა სრულიად ეწინააღმდეგება რუსულ ვერსიას,“ წერს „მედუზა“. გამოცემის თანახმა, რუსეთში RT მიესალმება და იწონებს ნებისმიერ შეზღუდვას. RT-ს უცხოელი ავტორები კი, პირიქით, რეგულარულად ჩივიან, რომ მათ აიძულებენ აიცრან, ილაშქრებენ პირბადეების წინააღმდეგ, QR კოდის ჩვენების მოთხოვნას კი „სანიტარულ ავტორიტარიზმსა“ და „ნამდვილ გესტაპოს“ უწოდებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S