Accentnews.ge
კონტრაქტის შეწყვეტაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ „ენკასა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2 შეხვედრა გაიმართა

კონტრაქტის შეწყვეტაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ „ენკასა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2 შეხვედრა გაიმართა

09/11/2021 13:17:31 ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონტრაქტის შეწყვეტაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია „ენკასა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2 შეხვედრა გაიმართა

„კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრები არ გამართულა არც საქართველოში და არც თურქეთში“, — იუწყება სამინისტრო.

მისი ცნობით, შეხვედრებში „ენკას“ მხარეს წარმოადგენენნ კომპანიის მენეჯმენტი და იურისტები, ქართულ მხარეს – ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი.

„ამ დრომდე გაიმართა ორი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებას და მხარეების მიერ ერთმანეთთან პოზიციების გაცვლას. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები ორივე მხარის შეთანხმებით დასრულდება“, — აცხადებენ სამინისტროში.

გამოცემა BMG-ს ცნობით, მათი ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისში ENKA-ს მენეჯმენტი იყო ჩამოსული. ამ საკითხზე კითხვის დასმის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტები ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამისამართა, სამინისტრო კი ამ კომენტარით შემოიფარგლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S