ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
09/11/2021 13:16:30 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1571 ლარი ეღირება, ევრო – 3.6597 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2918 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1622 ლარი ღირდა, ევრო – 3.6583 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2674 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


