მედია: რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ უფრო მეტი ტანკის მობილიზებას ახდენს
09/11/2021 10:09:00 მსოფლიო
რუსეთი უკრაინის საზღვართან სულ უფრო მეტი ტანკის მობილიზებას ახდენს. თავდაცვით დაზვერვაზე მომუშავე ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Janes-ის მონაცემებით, ვორონეჟის ოლქში, სარკინიგზო სადგურზე Т80-У ტიპის ტანკების სულ მცირე, ერთი ბატალიონია შემჩნეული.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ტანკები პოგონოვოს პოლიგონისკენ მიემართებიან, სადაც გაზაფხულზე სამხედრო წარმოდგენილობის ზრდამ აიძულა დასავლეთი, მოსკოვისთვის სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოეწოდებინა.
როგორც Bloomberg News აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის საბრძოლო მოქმედებები გამწვავდა.
26 ოქტომბერს უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი სეპარატისტთა ჰაუბიცაზე შეტევის განსახორციელებლად, რომლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
გასულ კვირას Janes-მა განაცხადა, რომ 28-29 ოქტომბერს იმავე რუსული დივიზიიდან ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრისკენ ტანკებისა და თვითმავალი არტილერიის გადასროლა დააფიქსირა.


