Accentnews.ge
რამდენ ხანში შეუძლია, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინით აცრილ 60 წლის ზემოთ პირს "ბუსტერ"–დოზის გაკეთება

რამდენ ხანში შეუძლია, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინით აცრილ 60 წლის ზემოთ პირს "ბუსტერ"–დოზის გაკეთება

09/11/2021 08:33:25 საზოგადოება

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირს მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ შეუძლია. თუმცა საბჭოს ცნობით, არის ერთი გამონაკლისი. კერძოდ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ბუსტრ დოზის მიღება არა მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე პერიოდში შეეძლებათ.

"არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, "ბუსტერ"– დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, „ბუსტერ"– დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

რაც შეეხება "ბუსტერ"–დოზების გამოყენების წესს, გაბუნიას განცხადებით, "პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა "ბუსტერ"–დოზისთვის ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზით "ბუსტერ" დოზა, რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S