Accentnews.ge
რუსულ სახელმწიფო მედიას "თალიბანის" აკრძალულ ორგანიზაციად მოხსენიება აეკრძალა

რუსულ სახელმწიფო მედიას "თალიბანის" აკრძალულ ორგანიზაციად მოხსენიება აეკრძალა

09/11/2021 07:08:59 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «Россия сегодня»-ს ხელმძღვანელობამ თავის თანამშრომლებს მოძაობა "თალიბანის" აკრძალულ ორგანიზაციად მოხსენიება აუკრძალა. ამიერიდან ჟურნალისტები მას «ტერორისტული საქმიანობისთვის გაერო-ს სანქციებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციად" მოიხსენიებენ.

ანალოგიური დირექტივა მიიღეს РИА Новости-ს, Russia Today-ს და კრემლის სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლებმაც.

ეს - იმის მიუხედავად, რომ "თალიბანი" ოფიციალურად დღემდე ფიგურირებს რუსეთში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციების სიაში.

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს "თალიბანმა", რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულად არის აღიარებული, უბრძოლველად დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული და მას შემდეგ ქვეყანას მთლიანად აკონტროლებს. დასავლეთის სახელმწიფოები "თალიბანის" მმართველობას არ აღიარებენ. ოფიციალურად ასეთივე პოზიცია აქვს რუსეთს, თუმცა ეს კრემლს ხელს არ უშლის, მოსკოვში "თალიბანის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ოქტომბერში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან 'თალიბანის" ამორიცხვის "მიმართულებით იმოძრავებს" და "იგივე უნდა გააკეთოს გაერო-ს უშიშროების საბჭომაც".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S