Accentnews.ge
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

09/11/2021 06:51:05 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ოთხ რეგიონში გამოვლინდა. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა,
  • აჭარა – 203,
  • იმერეთი – 1 160,
  • ქვემო ქართლი – 357,
  • შიდა ქართლი – 511,
  • გურია – 133,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 442,
  • კახეთი – 539,
  • მცხეთა-მთიანეთი – 197,
  • სამცხე-ჯავახეთი – 137,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც:

  • 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 664, აჭარაში – 575, იმერეთში – 1 429.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 124, იმერეთში – 516.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 39, იმერეთში – 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 – თბილისში, 278 – აჭარაში.
  • 45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 53, ხოლო აჭარაში – ერთი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მორიგი ანტირეკორდია.

ამასთან, NCDC–ს ინფორმაციით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S