Accentnews.ge
ბაიდენი: "აშშ კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად მთელს თავის სიძლიერეს გამოიყენებს"

ბაიდენი: "აშშ კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად მთელს თავის სიძლიერეს გამოიყენებს"

09/11/2021 06:57:12 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, "ამერიკა კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად მთელს თავის სიძლიერეს გამოიყენებს".

"კიბერსაფრთხეები თითოეული ამერიკელის ინტერესებს ეხება და მათ დასაცავად კომპლექსური ზომები მიიღება" - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა და ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მადლობა გადაუხადა.

კიბერსაფრთხეებზე საუბრისას ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობების თემასაც შეეხო და რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ივნისის შეხვედრა გაიხსენა.

"მაშინ გავაფრთხილე რუსეთის პრეზიდენტი, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებდა კიბერდამნაშავეების დასასჯელად. დღეს ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა მთელს თავის სიძლიერეს გამოიყენებს კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად. აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელს მსოფლიოში გაუწევს წინააღმდეგობას კიბერ-გამომძალველების ქსელებს" - დასძინა მან.

ბაიდენის განცხადება, როგორც ჩანს, კავშირშია გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილებასთან, განსაკუთრებით ძებნილ დამნაშავეთა სიაში შეეყვანა რუსეთის მოქალაქე ევგენი პოლიანინი, რომელიც ჰაკერულ დაჯგუდება REvil-თან კავშირშია ეჭვმიტანილი.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა $10 მლნ-ის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის კიდევ ერთი რუსული ჰაკერული დაჯგუფების - DarkSide-ის ლიდერების ვინაობისა და ადგილმდებარეობის თაობაზე და მოუწოდა ქვეყნებს, რომლებსაც ისინი შესაძლოა, აფარებდნენ თავს, "სამართლიანობა აღადგინონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S