Accentnews.ge
„არ ვიცი ამის უკან რა დგას“ – იმუნოლოგი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„არ ვიცი ამის უკან რა დგას“ – იმუნოლოგი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

09/11/2021 05:51:15 საზოგადოება

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის სრულიად გაუმართლებელია და მას არავითარი მეცნიერული ახსნა არ აქვს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „მწვანე პასპორტს“ მათ შორის კოვიდ–გადატანილი მოქალაქეებიც აიღებენ, მიუხედავად იმისა, როდის გადაიტანეს მათ ვირუსი. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი საქართველოსგან განსხვავებით მსგავსი შემთხვევისთვის ექვსი თვეა განსაზღვრული. ირკვევა, რომ საქართველოშიც იყო მსგავსი რეკომენდაცია, მაგრამ როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საკოორდინაციო საბჭომ საკუთრივ მისი რეკომენდაცია გაითვალისწინა.

„არ ვიცი, რჩევა ვინ მისცა“,– ამბობს კულუმბეგოვი და დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ გადაწყვეტილება გადაიხედება.

„თუ ეს დასაბუთებულია და მეცნიერულად გამართულია, მაშინ ვინც კორონავირუსი გადაიტანა, უარი ვუთხრათ ვაქცინაციის პროცესზე და მხოლოდ სურვილის მიხედვით დავუტოვოთ. ეს ყოველგვარ მეცნიერულ ბაზის მოკლებულია. არ ვიცი ამის უკან რა დგას. ეს არ არის სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანაში ექვსი თვეა და ალბათ ეს იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური პერიოდი, როდესაც ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს. როდესაც ადამიანს ხვდება ვირუსი, იმუნურ პასუხს ტოვებს, მაგრამ არა უსასრულოდ",– განაცხადა იმუნოლოგმა.

ცნობისთვის: საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S