
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები განათავსეს
09/11/2021 03:07:36 პოლიტიკა, საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პერიმეტრზე სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები განათავსეს.
ადგილზე ამ დრომდე რჩება დემონსტრანტების ნაწილი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები გია ბარამიძე და ლევან ბეჟაშვილი.
გუშინ გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მათ შორის დილით აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.