
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა
08/11/2021 21:17:45 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პირველი ხმაური მოჰყვა ენმ–ის წევრის ლევან ხაბეიშვილის ქმედებას, როდესაც იგი მთავრობის კანცელარიასთან წარწერის გაკეთებას ცდილობდა. მას ასფალტზე "თავისუფლება მიშას" დაწერა უნდოდა.
ადგილზე ვითარება განიმუხტა. თუმცა მოგვიანებით, ხაბეიშვილმა კვლავ სცადა წარწერების გაკეთება, რასაც დაპირისპირება ისევ მოჰყვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.